ახლა კი გიამბობთ ტრადიციებზე რომლებიც ომმა წლების განმავლობაში ვერ მოშალა. მართალია ახალ წელს საზღვრისპირა სოფლებში ძველებური ჟრიამული აღარ ისმის, თუმცა მაინც ცდილობენ,დაცარიელებულ სოფლებში დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნონ. 1 იანვარს თითქმის სტუმრების გარეშე ეგებებიან, ამიტომ იმ ოჯახების სურვილები რომლებიც რუსულ და ქართულ საგუშაგოებს შორის ცხოვრობენ ბოლო რამდენიმე წელია უცვლელია-იყოს მშვიდობა და ახალ წელს მონატრებულ ნათესავებთან, დეოკუპაციის პირობებში შეხვდნენ. რთავენ ნაძვის ხეს,მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს ნიშნად იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება. როგორია ახალი წელი და ცხოვრება ოკუპაციის პირობებში მავთულხლართებს მიღმა.