საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირის პოლონეთიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. 2 ივლისს, მსჯავრდადებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა, მძიმე დაზიანებების შედეგად დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა.დანაშაული 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.