მეორე ახლი წელი ბომბების ქვეშ. უკრაინაში ომი გრძელდება. 31 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა აგრესორის იერიშის შედეგად უკრაინაში. მტერმა საჰაერო თავდასხმები გასულ დღეს განსაკუთრებით გააძლიერა. ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. რთული ვითარებაა ზაპოროჟიეშიც, სადაც დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა 8 ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასულ დღეს ღამის განმავლობაში მტერმა 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა იარაღის თითქმის ყველა სახეობა გამოიყენა, რაც არსენალში აქვს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა თავდასხმას პასუხს გასცემს, მსოფლიოს რეაგირება ამ ტერორის მიმართ კი მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის უკანასკნელი დაბომბვა წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მკაცრ შეხსენებას, რომ თითქმის ორწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ პუტინის მიზანი უცვლელია“.