მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს 1 000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს - ზურაბ აზარაშვილი

29 დეკემბერი 2023, 18:59 385 ნახვა

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს 1 000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტი 2024 წლიდან დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მიიღებს ბინას.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორც ასეთი ოჯახების შეფასების, ისე ბინებით უზრუნველყოფის კუთხით. ორწლიანი პროექტი, მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახებს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. უკვე 2025 წლის ბოლომდე, ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ექნებათ საკუთარი ბინა და სრულად უზრუნველვყოფთ მათ დაკმაყოფილებას“, – განახადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი