ღაზის სექტორი, სადაც ისრაელი სახმელეთო ოპერაციას აფართოებს, ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. მძიმე ბრძოლებია სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში. "ცაჰალმა" დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ დღე-ღამეში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 241 ადამიანია მოკლული. მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ 382 მოქალაქე. პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰუმდ აბასმა ღაზის სექტორში შექმნილ მდგომარეობას „მძიმე დანაშაული“ და „კატასტროფაზე მეტი“ უწოდა