„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 600 ოჯახი გააგრძელებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას - თორნიკე რიჟვაძე

27 დეკემბერი 2023, 13:06 537 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე წელი შეაჯამა და მომავალ, 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებს და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

"ვაჯამებთ რა 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის კონკრეტული შედეგები, რომელიც გვაქვს წლის ჭრილში. პირველად ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდიან ნიშნულს. საკუთრივ, რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა შეადგინა 726 მლნ ლარი, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს . ძალიან ბევრი მიმართულებით წარმატებული და მნიშვნელოვანი წელი იყო. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო გახდა, რაც არის ეფექტური და სწორი მუშაობის, მთლიანად ხელისუფლების და იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომელიც ხორციელდება როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, განსაკუთრებით ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერის შედეგი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”-რომლის ფარგლებშიც 10 მისამართზე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად 400-მდე ოჯახს გადაეცემა ბინა.

"2022-2023 წლებში, ავარიული სახლების პროექტის ფარგლებში, 12 მისამართზე დასრულდა საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 600 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. კერძო ინვესტორების ჩართულობით კიდევ 3 პროექტი განხორციელდება ბათუმში და ბინებით დაკმაყოფილდება დამატებით 70 ოჯახი.

პროგრამა ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ყველა პირი ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით.

ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი ამოცანა გახლავთ ადამიანებზე ზრუნვა, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გამოიხატება ყველა იმ სოციალური პროექტების მხარდაჭერაში, რომელიც მნიშვნელოვანია აჭარის მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის. ამ მიმართულებით აღვნიშნავ, რომ ბათუმის მერიასთან ერთად ვახორციელებთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტს, ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'', რომლის ფარგლებშიც, 10 მისამართზე მიმდინარეობს ახალი უსაფრთხო საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და ოთხასზე მეტი ოჯახი, ძალიან მალე, მიიღებს თანამედროვე საცხოვრებელ ბინებს. ასევე ვასრულებთ ,,ოცნების ქალაქის'' პირველი ფაზის მშენებლობას და მეორე ფაზის ფარგლებში, 100 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და მომავალი წლისთვის 17 მლნ ლარი, აბსოლუტურად ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. აქვე აღვნიშნავ, რომ 12 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული სახლების, მრავალბინიანი კორპუსების გამაგრება, შესაბამისად 600 ოჯახი გააგრძელებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი