გიორგი ზარია “დინამო” ბათუმიდან საფეხბურთო კარიერას ყაზახურ „კაირატში“ გააგრძელებს.
ფეხბურთელის დამატების შესახებ “კაირატმა” სოციალურ ქსელში უკვე დაადასტურა.
ზარიამ ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გააფორმა.
გიორგი ზარია 2021 წელს “დინამო” თბილისიდან “დინამო” ბათუმში გადმოვიდა, სადაც 91 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველის ახალმა კლუბმა ალმაატის “კაირატმა ” გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.