31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა. კერძოდ, როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირებაში გვითხრეს. გრაფიკი ასეთია. ავტობუსებით უფასო მგზავრობა 31 დეკემბერს დილის 8 საათიდან ღამის 1 საათამდე იქნება შესაძლებელი, ეს რაც ეხება ქალაქის ტერიტორიას.სოფლებში კი ,ასევე დილის 8-საათიდან საღამოს 7-სთ იმოძრავებს.რაც შეეხება, მთავარ საახალწლო ღონისძიებას და ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს. კონცერტი - "ახალი წლის დღეები ქობულეთში" 28 დეკემბერს გაიმართება. როგორც ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, საახალწლო ღონისძიებები 2-იანვარს დასრულდება, სადაც საახალწლო-საშობაო სოფელი მოეწყობა, ასევე თეატრალიზებული წარმოდგენები გაიმართება.