მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს

25 დეკემბერი 2023, 15:27 465 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთის ზოგ სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში საავტომობილო გზებს წმენდენ. პირველ რიგში თოვლისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 50 სპეცტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში