შობის ღამე საქართველოში

25 დეკემბერი 2023, 11:50 500 ნახვა

კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს. შობას ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაც აღნიშნავს. თბილისში კედიას ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში, წირვა უხუცესმა წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა ჩაატარა. მან შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა. ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროს ეკლესია ჩაბნელდა და კარიდან სანთელი შემოიტანეს, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს. ლიტურგიის დროს საგალობლები სხვადასხვა ენაზე შესრულდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი