დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შობის საზეიმო წირვა ჩატარდა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაშიც.
საეკლესიო რიტუალის თანახმად, ღვთისმსახურების მსვლელობისას, ყველა კათოლიკურ ეკლესიაში შეაბრძანებენ ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.
დღესასწაული აღნიშნეს ბეთლემშიც, მაცხოვრის ტაძარში საშობაო ლოცვით შემოიფარგლა. ისრაელ-„ჰამასის“ ომისა და ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, ბეთლემში ტრადიციული საშობაო ღონისძიებები გაუქმდა. ქალაქში ნაძვის ხეც არ მოურთავთ.