პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. 1977 წლის 23 დეკემბერს, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს, 25 დეკემბერს კი ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს.
ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს, როცა მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისთვის კი 49 ეპარქიაა და დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.