ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო წელს ბეთლემში შობა არ აღინიშნება. მედიის ცნობით, მორწმუნეები მხოლოდ სანთლებს აანთებენ და ტრადიციული საგალობლებით ღაზაში მშვიდობისთვის ილოცებენ. საომარი მოქმედებების გამო გაუქმებულია საზეიმო ღონისძიებები, არ გაიმართება ნაძვის ხის განათების ცერემონიალიც. ბეთლემში ეკლესიებთან განათავსეს ნანგრევების ნიმუშები და მავთულხლართები, ნიშნად იმისა, რომ მათგან 50 კილომეტრის დაშორებით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.