შეძლებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებას - საკითხი კვლავ განხილვის საგანია. მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ჯერ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის იდეა შესთავაზა, მათგან უარის მიღების შემდეგ კი თქვა, რომ ე.წ. სუპერ პაკი სხვა დატვირთვას ატარებდა. ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელი რჩება.