ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიებისთვის ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბალდის კანიონის განვითარება მეტ სტიმულს მისცემს ადგილობრივებს თავად შესთავაზონ ტურისტებს სხვადასხვა მომსახურება, დასაქმდნენ ადგილზე და მიიღონ შემოსავალი. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.