ბათუმში ღამით კაცი მოკლეს. მკვლელობა სანაპიროზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული შუა ხნის მამაკაცი სანაპიროზე გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხომბს.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.