"ქალი ფერმერების მხარდაჭერა"- გაეროს პროექტი

20 დეკემბერი 2023, 14:51 470 ნახვა

„ქალი ფერმერების მხარდაჭერა მცირე ზომის მერძეულ წარმოებაში“ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი ნაწარმი გამოფინეს და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ამ ნაწარმის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების მიზანი მცირე მეწარმე ქალებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დამყარება და სამომავლო თანამშრომლობაა. პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს გენდერული თანასწორობის სააგენტოსთან პარტნიორობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში