დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში

19 დეკემბერი 2023, 14:47 507 ნახვა

ჩინეთში, განსუს და ქინგჰაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ორივე პროვინციაში სულ 266 ადამიანია დაშავებული, ხოლო 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზიანდა 5 000-ზე მეტი სახლი. როგორც „ბიბისი“ წერს, გასული 13 წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაა, რაც განსუს პროვინციაში აქამდე მომხდარა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი