მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მედიასაშუალებებს და ყველა ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა - ასე გამოეხმაურა ბათუმის მერი, პრეზენტაციის დროს, მონიტორზე რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს.
არჩილ ჩიქოვანმა განმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რისთვისაც ბოდიშს იხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ. როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.
არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.