ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში მედვედევის ვაჟი და პუტინის დისშვილი მოხვდნენ

19 დეკემბერი 2023, 11:50 378 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმერ პუტინის დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ორგანიზაციებს, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი