ტრაგედია მექსიკაში. სადღესასწაულო წვეულებაზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ შტატში მდებარე ქალაქ სალვა-ტიერაში გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლი შობის წინა დღეებში გამართულ ტრადიციულ ღონისძიებაზე შეკრებილ მონაწილეებს გაუხსნა. სხვა დეტალებს შტატის გენერალური პროკურატურა არ ავრცელებს.