აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაიწყო. ლოიდ ოსტინი ჯერ ისრაელს, შემდეგ კი ბაჰრეინსა და კატარს ეწვევა. გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონში „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“ ისახავს მიზნად. ახლო აღმოსავლეთის ტურნეს შესახებ ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელშიც განაცხადა.