ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლით იტალიის ჩემპიონმა ნაპოლიმ "დიეგო არმანდო მარადონაზე" კალიარი დაამარცხა. ერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რის შემდეგ საგოლე გადაცემა კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც კლაუდიო რანიერის „კალიარის“ გამარჯვების გოლი გაუტანა. ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. „ნაპოლიმ“ სერია A-ში 16 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.