ომის 72-ე დღე ღაზაში

17 დეკემბერი 2023, 11:58 374 ნახვა

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით საერთაშორისო ზეწოლის და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი დაღუპული შვილების სახით ისრაელისგან მოითხოვს, ის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ოპერაციის გაგრძელება მძევლების დასაბრუნებლად.პარალელურად კი ჰამასის ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები ასევე ხელისუფლების მხრიდან იმ ოჯახებთან კომუნიკაციას ითხოვდნენ, რომელთა წევრებიც ისრაელის თავდაცვამ შემთხვევით მოკლა. საპასუხოდ კი ისრაელის თავდაცვა 3 ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იღებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ წინასწარი გამოძიება დასრულებულია და სამომავლოდ მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებენ. ომის 72-ე დღეს ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ისრაელის თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში