ბათუმში პოლიციელებს ბინები გადაეცათ

16 დეკემბერი 2023, 17:41 631 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბათუმში ბინები გადასცეს. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 88 პოლიციელმა მიიღო. ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, ბინები საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა. საცხოვრებელი ფართი 80 კვადრატულ მეტრამდეა და ის „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით ბარდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში