ფრანგული შოკოლადის კოლექცია ქართველი მხატვრის გამოფენაზე

16 დეკემბერი 2023, 15:01 414 ნახვა

„წარსულის გაუხუნარი მოგონებების მესაიდუმლე“- ეს შოკოლადის კოლექცია - კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის მასშტაბური გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე წარადგინეს. კოლექცია თამარ დე ლეტეს მიეძღვნა, რომელიც გამოჩენილი ფრანგი შოკოლატიეს, შარლ შავანეტის ბოლო ქმნილებაა, შოკოლადის კოლექცია კოტ-დ"ივუარის, განასა და გაბონის უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადის, ნატურალური ვენესუელური კაკაოს კარაქისა და უგემრიელესი ქართული ინგრედიენტების შერწყმით, დახვეწილი მანერითა და დიდი სიყვარულით არის მომზადებული. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, მასშტაბური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 19 ნოემბერს გაიხსნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში