პარლამენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

15 დეკემბერი 2023, 14:56 1578 ნახვა

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი 83 ხმით მიიღო. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28 მილიარდ ნახევარი ლარით განისაზღვრება. ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებით პროექტების დაფინანსება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში