გიდების, ტურ ოპერატორებისა და ტურისტული ბიზნესის მესაკუთრეებისთვის ინფო ტური გაიმართა ქედაში. ინფო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ახალი ტურისტული ობიექტები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა. ესენია როგორც საოჯახო სასტუმროები, ასევე მარნები. ინფო ტურის მიზანი ახალი ტურისტული ბიზნესის გაცნობა და პოპულარიზაციაა.