ბრძოლას გამარჯვებამდე გავაგრძელებთ-ნეთანიაჰუ

14 დეკემბერი 2023, 11:47 428 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რადიოთი მიმართა ღაზის სექტორში მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს და ხაზგასმით განაცხადა, რომ ბრძოლა გამარჯვების მიღწევამდე გაგრძელდება. ოთხშაბათს ისრაელმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე საბრძოლო დანაკარგი განიცადა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზრდება დიპლომატიური იზოლაციაც, რადგან მატულობს მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი და ძლიერდება ჰუმანიტარული კატასტროფა. ისრაელის ოფიციალური განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა მისი 10 ჯარისკაცი, მათ შორის პოლკოვნიკი, რომელიც მეთაურობდა მოწინავე ბაზას და ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, რომელიც მეთაურობდა პოლკს. ეს იყო ყველაზე დიდი ერთდღიანი დანაკარგი მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს ისრაელის არმიის 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი