ბუენოს აირესში ინაუგურაციიდან ორი დღის შემდეგ არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხავიერ მილეი ჰანუკას- სინათლის სიბნელეზე გამარჯვების ებრაულ დღესასწაულს დაესწრო.ორგანიზატორების თქმით, საზეიმო ცერემონია მიეძღვნა ჰამასის მძევლების გათავისუფლებას, დაღუპულ ჯარისკაცებს და ისრაელის მხარდაჭერას. მილეიმ, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს იუდაიზმის მიღებას, სანთელი აანთო დღესასწაულის მეექვსე დღეს, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.