მმართველი პარტიის, „ენი აზერბაიჯანი“ საპრეზიდენტო კანდიდატი ქვეყნის მოქმედი ლიდერი ილჰამ ალიევი იქნება - განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ . ტაირ ბუდაგოვის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, ჩვენი მუდმივი პრეზიდენტი იქნება. „ვფიქრობ, რომ ილჰამ ალიევმა თავისი პოლიტიკის 20 წლის განმავლობაში და აზერბაიჯანელი ხალხის სამსახურში ყოფნით ეს პოსტი დაიმსახურა. - განაცხადა ალიევის პარტიის ლიდერის მოადგილემ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ ილჰამ ალიევმა 7 დეკემბერს განაცხადა.