პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი ქვეყნის პრემიერ- მინისტრად აირჩია,წერტილი დაუსვა ქვეყანაში რვაწლიან ნაციონალისტურ მმართველობას და ევროკავშირთან ურთიერთობების დასათბობად ნიადაგი მოამზადა. ტუსკმა სიტყვით მიმართა დეპუტატებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. მანამდე, დეპუტატებმა უარი თქვეს მატეუშ მორავეცკისთვის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე. 66 წლის დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ასევე ორჯერ იკავებდა ევროსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. ბრიუსელთან დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით დავის გამო ევროკავშირმა პოლონეთს ათობით მილიარდი ევრო გაუყინა, მაგრამ ტუსკმა ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გამოასწორებს ურთიერთობებს და განბლოკავს გაყინულ აქტივებს.