ნიუ-იორკის ბრონქსის ოლქში ექვსსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. შენობა გამოიყენებოდა როგორც საცხოვრებლად, ასევე ბიზნეს-საქმიანობისთვისაც. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა დაადასტურა, რომ ორშაბათს ბრონქსის მორის ჰაითსის რაიონში შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობის პირველ სართულზე არავინ იმყოფებოდა. შენობაში 47 საცხოვრებელი ბინა და ექვსი ბიზნეს-ობიექტია. სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა იმის უზრუნველყოფაა, რომ ნამსხვრევების ქვეშ არავინ დარჩეს. ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის მიზეზებს იკვლევენ.