ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია-აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისი თქმით, ღაზის სექტორში განადგურების დონე პროპორციულად კიდევ უფრო დიდია, ვიდრე გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომში. „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის სამხედრო პასუხს მოჰყვა წარმოუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, - აცხადებს ბორელი. იმის მიუხედავად, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შედეგად მათ ევროკავშირის ტერორისტთა სიაში დაიმკვიდრეს ადგილი, ისრაელის სამხედრო ოპერაცია არაპროპორციულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ინფრასტრუქტურის ნგრევის თვალსაზრისით-განაცხადა ბორელმა.