მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი და 54 პროცენტს შეადგენს - NDI-ის კვლევა

11 დეკემბერი 2023, 13:12 551 ნახვა

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი,- ამის შესახებ ინფორმაციას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 54 პროცენტმა განაცხადა, რომ კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, ცუდად გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა უპასუხა. არ ვიცი – განაცხადა გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა, ხოლო უარი პასუხზე თქვა ორმა პროცენტმა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი 11 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი ხუთი პროცენტით შემცირდა.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი