იტალიაში სარკინიგზო ავარია მოხდა

11 დეკემბერი 2023, 11:51 386 ნახვა

იტალიაში სარკინიგზო ავარია მოხდა. ქვეყნის სახანძრო სამსახურის განცხადებით, გასული ღამით ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის შეფასებული როგორც მძიმე. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, მატარებლები ბოლონია-რიმინის სარკინიგზო ხაზით მოძრაობდნენ და ფაენცასა და ფორლის შორის გადაადგილდებოდნენ. ავარიის შემდეგ სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა. სამაშველო სამსახურის განცხადებით, ინციდენტის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში