ბათუმი ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მასპინძლობს

11 დეკემბერი 2023, 10:11 941 ნახვა

11-16 დეკემბერს, ბათუმი ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. 11-13 დეკემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში საპრიზო ადგილებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, ხოლო 14-16 დეკემბერს ისევ ბათუმის სპორტის სასახლე უკვე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოავლენს საუკეთესოებს.

პირდაპირ რეპორტაჟს GMS TV გადმოსცემს.

საქართველოს ჩემპიონატის განრიგი:


11 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თავისუფალ ჭიდაობაში, 57, 70, 74, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
  • 18:00-დან - ნახევარფინალები.

12 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თავისუფალ ჭიდაობაში, 61, 65, 79, 92 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
  • დასაყვანი შეხვედრები 57, 70, 74, 86 და 97 კილოგრამებში;
  • 17:00-დან - ნახევარფინალები (61, 65, 79, 92 და 125);
  • 18:00-დან - მედლების გათამაშება (57, 70, 74, 86 და 97).

13 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თავისუფალ ჭიდაობაში, 61, 65, 79, 92 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
  • 14:00 საათიდან - მედლების გათამაშება.

14 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
  • 18:00-დან - ნახევარფინალები.

15 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში და დასაყვანი შეხვედრები 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამებში.
  • 17:00-დან - ნახევარფინალები (60, 67, 77, 87 და 130);
  • 18:00-დან - მედლების გათამაშება (55, 63, 72, 82 და 97).

16 დეკემბერი:

  • 11:00 საათიდან - დასაყვანი შეხვედრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში;
  • 14:00 საათიდან - მედლების გათამაშება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი