ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა – ფაქტზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ამასთან, ამბობენ რომ საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, - აცხადებენ სუს-ში. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს ე.წ. მილიცია სასტიკად გაუსწორდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.