„ინოვაციები და ტექნოლოგიები „ - მასშტაბურ ინოვაციურ ბანაკში აჭარის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტები ათმა გუნდმა წარადგინა, 5 წევრისგან დაკომპლექტებულ გუნდს, გეგმის მომზადება და ისეთი პროექტის შექმნა ევალება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო და გადაჭრას არსებული პრობლემა. გამარჯვებული გუნდის წევრები ჯუნიორ ეჩივმენტისგან და ღონისძიების პარტნიორებისგან სიმბოლური სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ინოვაციების ბანაკი აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, და „ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება.