კენჭისყრა რადაში ევროკავშირთან მოლაპარაკების მომზადების შესახებ ამ კვირაში გაიმართება

08 დეკემბერი 2023, 11:59 581 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რადა მიმდინარე კვირაში კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამზადისში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათი პრიორიტეტი იმ გადაწყვეტილების შესრულებაა, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის ევროპული მიმართულებით სავალ გზაზე. სწორედ აღნიშნულ საკითხზე შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შორის. პარალელურად ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა ხარკოვზე იერიშის შედეგად. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან 6 მართვადი საზენიტო რაკეტით შეუტიეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი