ხანუქას დღესასწაული

08 დეკემბერი 2023, 11:50 545 ნახვა

ხანუქას დღესასწაული მიულოცა ებრაელ ხალხს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის დიდ სინაგოგაში იმყოფებოდა და ხანუქას სანთელი აანთო. შესრულდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ჰიმნები. პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ოქტომბერს ისრაელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მომხდარი არის ბარბაროსული და ტერორისტული აქტი, რომელსაც საქართველო გმობს. ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში