საჩემპიონო მსვლელობა

07 დეკემბერი 2023, 20:17 535 ნახვა

საქართველოს თასის ფინალში „საბურთალოსთან“ განცდილი მარცხის მიუხედავად, „დინამო“ ბათუმმა გამარჯვებულის განწყობა მაინც შეინარჩუნა და ქალაქის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო. ფეხბურთელებმა ჩემპიონის ფარი ბათუმის ქუჩებში ჩამოატარეს, გულშემატკივრებს სამახსოვროდ ბურთები და შარფები დაურიგეს და „დინამოს“ ჰიმნის თანხლებით კლუბის ისტორიაში მეორედ მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონობა აღნიშნეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა და უახლოეს მდევარს თბილისის „დინამოს“ ოთხი ქულით გაუსწრო. ზღვისპირელებმა გასულ სეზონში 21 მატჩი მოიგეს, ოთხჯერ დამარცხდნენ და 11 ფრე ითამაშეს, გაიტანეს 83 გოლი. მომავალ სეზონში ზღვისპირელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში