პეკინში ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი გაიმართა

07 დეკემბერი 2023, 14:52 306 ნახვა

პეკინი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირი-ჩინეთის სამიტს პირველად მასპინძლობს. ევროკავშირის ხელმძღვანელები ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიიღო. სამიტის დღის წესრიგი მოიცავს საკითხებს დაწყებული სავაჭრო დისბალანსიდან და დამთავრებული უკრაინის კრიზისით. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეპ ბორელი ჩინეთის ლიდერმა მოუწოდა ევროკავშირს იმუშაოს ჩინეთთან გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ორმხრივი პოლიტიკური ნდობის გასაძლიერებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში