აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.
განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.