ჩაის კულტურის განვითარებისა და წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენების საკუთარი მოსაზრებები გააცნეს საზოგადოებას ბათუმელმა უხუცესებმა. იდეები მათ პროექტად აქციეს და შეთავაზება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადააგზავნეს, თუმცა პასუხი როგორც ამბობენ ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი ხელისუფლებისგან ყოფილი ჩაის პლანტაციების ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ ტერიტორიების ფიზიკურ პირებზე დაკანონება ჩაის განაშენიანებას ხელს შეუწყობს და კულტურას განავითარებს.