ბათუმში, თამარის დასახლებაში საავტომობილო ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი

05 დეკემბერი 2023, 10:16 1283 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში საავტომობილო ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. აღმოჩნდა, რომ ახალი ხიდი ავტომობილების გამტარუნარიანობისთვის საკმარისი არ არის და საცობის შექმნა ხშირად სწორედ ამ ხიდს უკავშრდება. ბათუმის მერის განმარტებით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე გაზრდილი მზარდი ნაკადის გამო ხიდის გაფართოება აუცილებელი გახდა და მერიამ პროექტზე მუშაობა საპატრულო პოლიციის და ექსპერტთა რეკომენდაციით დაიწყო.

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აღნიშნულ ხიდზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა. ცნობისთვის, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2022 წლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი