ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში ჯვაროსნების მეტოქეები ცნობილია 

04 დეკემბერი 2023, 10:02 356 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში მოხვდება, სადაც უკვე განთესილები არიან თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება.

ფინალური ეტაპის წილისყრას კი ჰამბურგმა უმასპინძლა. ტრადიციული შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ფინალური ეტაპის 21 მონაწილე გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი სამი საგზურის მფლობელი 2024 წლის მარტში პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა, რომლის მონაწილე საქართველოს ნაკრებიცაა.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 21 მარტს უმასპინძლებენ, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ასევე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში