გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

04 დეკემბერი 2023, 11:30 403 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ნოემბრში იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში.

„მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.

6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია სამეგრელოში ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში.

უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი).

ვინაიდან ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში