მენინგოკოკური ინფექციით ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 4 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმიდან თბილისში იყო გადაყვანილი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს. მანამადე მოზარდი მკურნალობას ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ გადიოდა. ჩვენ ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.