K2 კოეფიციენტი

10 მარტი 2017, 00:00 2397 ნახვა

,,ურბანული კატასტროფა” - ასე უწოდა არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ ბათუმში გასულ წლებში მიმდინარე მშენებლობის პროცესს. ყველაზე მეტი შუამდგომლობა მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით2012-2016 წლებში გაიცა. არქიტექტურის მიმართულებით მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი , რომელიც წლებია ამ პოზიციაზეა ამბობს, რომ დაუშვეს რამდენიმე შეცდომა, რის გამოსწორებასაც ახლა ცდილობენ. ზოიძე, ისევე როგორც არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე, დღეს იმ კომისიის შემადგენლობაშია, რომელიც K2 კოეფიციენტის გაზრდაზე შესულ განცხადებებს განიხილავს. 7 განმცხადებელზე დადებითი პასუხი გაიცა. კომისიის რეკომენდაცია მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, შუამდგომლობის სახით შევა ბათუმის საკრებულოში. სწორედ საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოოდ მიეცემა თუ არა აღნიშნულ კომპანიებს ობიექტზე დამატებითი სართულის დაშენებისთვის ნებართვა. კომისიას დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული კომპანიები, რომლებზეც შუამდგომლობის საკითხი დადებითად გადაწყდა. ასევე უცნობია ვის უთხრეს უარი. ჯამში 80 განცხადება განიხილეს, აქედან 24-ს უარი ეთქვა, 30-მდე მენაშენეს კი რეკომენდაცია მისცეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი